პერსომედიქსის მიერ ორგანიზებული ინოვაციური ევროპული ბრენდის პრეზენტაცია
2022 წლის დასაწყისში სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, „პერსომედიქსის“ ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია, სადაც დერმატოლოგებს და ესთეტიკური მედიცინის პროფესიონალებს გავაცანით დნმ კვლევაზე დაფუძნებული პერსონალიზებული კანის მოვლის ბელგიური ბრენდი „ნომიჟე“. შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთო ბრენდის დამაარსებელი, ბიოინჟინერი გენეტიკის განხრით და დერმატოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ქ-ნი ბარბარა გუსენსი. პრეზენტაცია იყო საინტერესო, ინტერაქტიული. დაისახა თანამშრომლობის გეგმები.
