მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC2022
2022 წლის 16-18 ივნისს თბილისში გაიმართა „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC2022”.
კონგრესმა წარმოაჩინა უახლესი სამეცნიერო მონაცემები სამედიცინო და ესთეტიკური დერმატოლოგიის საკითხებზე, გამორჩეული ექსპერტების პირადი გამოცდილებები და მონაწილეებს მისცა დარგის სხვადასხვა ასპექტის გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობა. კომპანიამ "პერსომედიქსი" კონგრესის ორგანიზატორების ხელშეწყობით ყველა მონაწილეს გააცნო ბელგიური ინოვაციური ბრენდი "ნომიჟე". საფუძველი ჩაეყარა ახალ საინტერესო იდეებსა და ინიციატივებს, რომელთა განხორციელება ამჟამად მიმდინარეობს და მათ შედეგებს მომავალ რუბრიკებში გაგაცნობთ.
